ღირსების მარშის კონტრაქციაზე საპატრიარქოს ბავშვები გამოჰყავს

ღირსების მარშის კონტრაქციაზე საპატრიარქოს ბავშვები გამოჰყავს. განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ჩიხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის სახელით გამოაქვეყნა.

“5 ივლისს ,,თბილისი-პრაიდის“ მიერ დაანონსებული მარში უხეშად არღვევს როგორც საერთო მორალს, ასევე ბავშვთა,ანუ ჩვენს საუკეთესო ინტერესს. ამასთან, რაც უფრო აგრესიულად გვილანძღავენ მშობლებს, რომლებიც რელიგიური, ეროვნული და ზნეობრივ წესებით გვზრდიან და რაც უფრო დაჟინებით მოითხოვენ პრაიდის გამართვას მით უფრო მეტად ძალადობენ ჩვენზე.

როგორც ვთქვით, ბავშვის უფლებათა კონვენციით და ბავშვის უფლებათა კოდექსით აკრძალულია ბავშვისთვის მავნე ზეგავლენის მომხდენი ქმედება, მათ შორის, გარყვნილების პროპაგანდა. ამიტომაც შევიტანეთ სასამართლოში განცხადება და კატეგორიულად მოვითხოვეთ ჩვენი უფლებების სასამართლოთი დაცვა.. სამწუხაროდ, სასამართლო ჯერჯერობით არ იღებს გადაწყვეტილებას, ყოველდღე გვატყუებენ და არღვევენ კანონს. სასამართლო არ გვიცავს ბავშვებს, რადგან ლგბტ პრაიდის ტყვეობაშია.

მივმართავთ საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტს, ჯანდაცვის, განათლების და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, სახალხო დამცველს, ბავშვის უფლებებზე მომუშავე ყველა არასამთავრობო ორგანოზაციას, გაეროს ბავშვთა ფონდს, ევროკავშირის ბავშვთა უფლებების კომიტეტს, ყველა იმ სახელმწიფოს ელჩს, რომლებიც მიერთებულნია ბავშვის უფლებათა კონვენციას, დაიცვათ ბავშვების უპირატესი და საუკეთესო ინტერესები, დაიცვათ ბავშვის უფლებების კონვენცია და ბავშვის უფლებათა კოდექსი და დროულად აღკვეთეთ ჩვენთვის საზიანო და ხიფათის შემცველი მოქმედებები, რასაც ანხორციელებენ ლგბტ პრაიდის ორგანიზატორები, მონაწილენი და მხარდამჭერნი.

ბავშვების საუკეთესო ინტერესი არის უპირატესი უფლება ვიდრე ნებისმიერი პირის გამოხატვის უფლება. ამიტომაც, მოგიწოდებთ ყველა ბავშვს, განსაკუთრებით 18 წლამდე ასაკისას, ორშაბათს, 5 ივლისს, 17:00 სთ.-ზე, გამოდით რუსთაველზე და ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები, ჩვენი მშობლები, ჩვენი ახლობლები შეურაცხყოფებისა და ძალადობისაგან”,- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე: მართლმადიდებელ ეკლესიას უჯობს, ეკლესიაში არსებულ ჰომოსექსუალიზმს ებრძოლოს
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი – ვისაც სურს, ძალადობითა და ზიზღით ხელი შეუშალოს მშვიდობიან მსვლელობას, არღვევს საქართველოს კონსტიტუციას