“ღირსების გზა” – პრემია მედიცინის დარგში

შაბათს, 1 დეკემბერს, 15:00 საათზე სასტუმრო „ჰუალინგში“ სამედიცინო-პრაქტიკულ ჟურნალ „Therapia საქართველო“-სა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ადამიანის ინსტიტუტი“-ს მიერ გაიმართება ღონისძიება სახელწოდებით „ღირსების გზა“, რომელიც მოიაზრებს პრემიას ახალგაზრდა ექიმებისთვის.
პრემია ყოველწლიურად მიენიჭება ექიმებს 40 წლის ასაკამდე, რომელთაც გააჩნიათ უმაღლესი სამედიცინო განათლება, პრაქტიკული საექიმო საქმიანობის სტაჟი არანაკლებ 5 წლისა და რომელთა პირადი და პროფესიონალური სამიანობის დამადასტურებელი ფაქტები ეფუძნება კონკურსის წესდებაში ჩამოყალიბებულ პირობებს.
პროექტის მხარდამჭერებს შორის არიან: ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს საპატრიარქო.
პრემია წარმოადგენს ქართული მედიცინის საუკეთესო ნიმუშების აღორძინების საქმეში ახალგაზრდა ექიმების მისწრაფებისა და დამსახურების აღიარებას, მათ წახალისებასა და ხელშეწყობას საექიმო ოსტატობის დაუფლების გზაზე. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ექიმთა შემოქმედებით განვითარებას, მოახდინოს ინოვაციური პროფესიული გარემოს ჩამოყალიბება, შემდგომი სამედიცინო საქმიანობის წინსვლისთვის, რათა ადამიანის განკურნება იქცეს მოწოდებად.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ლექვინაძე – ეკონომიკის 6,7 პროცენტიან ზრდაში ბიზნესის აქტივობის დიდი წილია
შემდეგი სტატიასენაკში მამაკაცს ქარისგან გადახდილი სახურავი დაეცა