“ღირსების არჩევნები შედგა” – გრიგოლ ვაშაძე

„ღირსების არჩევნები შედგა,“ – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია,“ გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

მან ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და მოუწოდა, მეორე ტურში აქტიურობისკენ. ვაშაძის თქმით, ფინანსური რესურსის მობილიზების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა გამარჯვება პირველივე ტურში ვერ მიაღწია.

ვაშაძემ ასევე მადლობა გადაუხადა “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატს, დავით ბაქრაძეს მხარდაჭერის გამოცხადებისთვის.

„მაქვს თხოვნა, არანაირი ეიფორია, არანაირი წინასწარი ზეიმი, ჩვენ წინ გვაქვს მეორე ტური, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ და საქართველოში დაიწყება ხელისუფლების ცვლა. ეს უკვე გარდაუვალია. ღირსების არჩევნებში საქართველოს მოქალაქემ უკვე თავისი მტკიცე პოზიცია გამოხატა,“ – განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ვინაობა მეორე ტურში გაირკვევა, სადაც მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს – გრიგოლ ვაშაძეს და სალომე ზურაბიშვილს შორის მოუწევს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 99.95% უკვე დათვლილია, რომლის მიხედვითაც სხვაობა ვაშაძის ხმებსა და ზურაბიშვილის შედეგებს შორის ისევ მინიმალურია.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდშელი:ამომრჩეველი არც გაზრდილა და არც შეცვლილა…
შემდეგი სტატიაამომრჩერველთა მოსყიდვის სავარაუდო ფაქტები, აგიტაცია, ზეწოლა, აღრიცხვა – მესამე სექტორი არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს