“ღიმილით გაგცემთ პასუხს” – იზორია მის შესაძლო შეცვლაზე

ჟურნალისტების კითხვაზე, შეცვლის თუ არა თავდაცვის მინისტრს იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, ლევან იზორია პასუხობს, რომ ეს მისი პრეროგატივა არ არის და აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრმა უნდა გასცეს პასუხი.

”ამაზე მხოლოდ ღიმილით გაგცემთ პასუხს, მე არ მაქვს პრეროგატივა ამ საკითხზე პასუხი გაგცეთ, ეს კითხვა ეკუთვნის პრემიერ – მინისტრს და არ ვარ უფლება მოსილი პასუხი გაგცეთ” , – განაცხადა ლევან იზორიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

banner
წინა სტატიაში“არსებობს სერიოზული კითხვები, თუნდაც კლანთან დაკავშირებით” – დოლიძე და ჯანეზაშვილი მიქაუტაძის წინააღმდეგ
შემდეგი სტატია“ჰკითხეთ ირაკლი კობახიძეს, რატომ მოახდევინეს ბოდიშები უმრავლესობის სხდომაზე” – ჭიჭინაძე ჟურნალისტებს