5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

“ღიმილისმომგვრელია ეს გადაწყვეტილება, თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობაა”- ლევან მახაშვილი

“ოცნების” წევრი ლევან მახაშვილი “იმედის” და “PosTV”-ის დასანქცირებას ეხმაურება.

“ღიმილისმომგვრელია ეს გადაწყვეტილება. ერთ-ერთ მიზეზად მაგალითად დასახელებულია ის, რომ თურმე ორივე ტელევიზია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინა არის ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა, მაშინ როდესაც საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევებითვე უკრაინა და მოლდოვა დასახელებულია, როგორც ევროპის ნამდვილად ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოები. ამიტომ, აქ რაც შეიძლება ემოცია გაგვიჩნდეს, არის ის, რომ არის მცდელობა თავისუფალი, ალტერნატიული აზრის და სიტყვის ჩახშობის. სხვა ლოგიკური ახსნა ამ გადაწყვეტილება არ შეიძლება ჰქონდეს”,_ განაცხადა მახაშვილმა “იმედთან”.

ინფორმაციისთვის,  დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დღეს რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, რუსული სასანქციო პაკეტის ფარგლებში ოცნების 2 პროპაგანდისტული მედია – Imedi და Pos TV დაასანქცირა.

banner
წინა სტატიაში“იურიდიული დახმარება ექცევა მთავრობის მმართველობის ქვეშ” – საია
შემდეგი სტატიატელეკომპანია “იმედი” განცხადებას ავრცელებს