ღიბრაძე – ინტენსიურად ვმუშაობთ კლუბებთან, რომ მივაღწიოთ გარკვეულ კონსენსუსს

ინტენსიურად ვმუშაობთ კლუბებთან, რომ მივაღწიოთ გარკვეულ კონსენსუსს და შედგეს შეთანხმება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

ღიბრაძის თქმით, კონსულტაციები აქამდეც იყო და ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს.

„ცხადია, კონსულტაციები აქამდეც იყო და ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს, იმისთვის, რომ ჩვენ გარკვეულ კონსენსუსამდე მივაღწიოთ. სამუშაოები აქამდეც იყო, თუმცა იცით ვირუსის განვითარების დინამიკა და ხალი გარემოებები. ინტენსიურად ვმუშაობთ მათთან, რომ მივაღწიოთ გარკვეულ კონსენსუსს და შედგეს შეთანხმება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

banner
წინა სტატიაშივაქცინაციაზე 200-ლარიანი დანამატის გაცემა იანვარშიც გაგრძელდება
შემდეგი სტატიადღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში „ომიკრონის“ 63 შემთხვევაა დადასტურებული – გამყრელიძე