ღია წერილი გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურს

ღია წერილი გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურს

sosoევროატლანტიკური სივრცისკენ საქართველოს დაუოკებელი სწრაფვა სრულიად ბუნებრივ მოვლენად და ისტორიული სამართლიანობის აღდგენად მიმაჩნია. ნამდვილად პარადოქსულ დროში გვიწევს ცხოვრება, რადგან, ერთი მხრივ, ყველაფერი ევროპული გვხიბლავს, მაგრამ, ამასთანავე, მისი უმთავრესი ღირებულებების დაცვა და ცხოვრებაში გატარება გვეზარება – მუდამ ხელს გვიშლის ქართული უწესრიგობა და არასახელმწიფოებრივი აზროვნება, მენტალური კარჩაკეტილობა და დარდიმანდობა.
გადის დრო და ჩვენ თვალწინ იზრდება ცხოველთა დამცველთა რიცხვი და ინტერესი უსახლკარო ცხოველებისა და მათი უფლებების მიმართ. ახლა, ზაფხულის ცხელ დღეებში, თავს იყრის უამრავი პრობლემა, რომლებიც დაუყოვნებლივ რეაგირებასა და გადაწყვეტას ითხოვს. მათ შორისაა უნიკალური, გადაშენების პირას მყოფი ცხოველების დაცვის გადაუჭრელი საკითხი. თოფიანი კაცი იმდენ სისასტიკეს ჩადის, მისი აღნუსხვაც კი შეუძლებელია… ნადირობის სეზონზე მნიშვნელოვნად იზრდება დათვებისა და მგლების (ზოგადად, გარეული ცხოველების) ხოცვა-ჟლეტა.
საქმეს ისიც ართულებს, რომ ზოგიერთ მაღალმთიან რეგიონში ვერ პატრულირებენ რეინჯერები და, სრულიად უკონტროლო სიტუაციის გამო, იხოცებიან გარეული ცხოველები. შესაძლოა, ვინმემ იკითხოს: სხვა პრობლემას ვერაფერს ხედავთ ამ დაქცეულ ქვეყანაშიო?! – საქმეც ისაა, რომ ვხედავთ! რადგან საქართველომ აირჩია ევროინტეგრაციის კურსი, ქვეყანა ვალდებულია, გამძვინვარებული და აგრესია(ადრენალინ) მომატებული მონადირეების თარეშისაგან დაიცვას ცხოველები. მონადირეთა განსაკუთრებულ სამიზნე ჯგუფს დათვები განეკუთვნებიან, არადა ამ პერიოდში დათვებს ჰყავთ ბელები და დედის სიკვდილით იზრდება მათი სიცოცხლის საფრთხის რისკიც, რადგან ისინი მონადირეებს მიჰყავთ შინ, ატყვევებენ მათთვის შეუსაბამო და მძიმე პირობებში.
გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურისგან მოვითხოვ უფრო ქმედითი და ადეკვატური ზომების გატარებას, რათა რეინჯერებმა მთასა თუ ბარში და, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, მკაცრად აკონტროლონ ტყეები და არ დაუშვან ცხოველთა ხოცვა-ჟლეტა.

ზოოლოგიური ცენტრის სახელით სოსო ჯიქურიშვილი

banner
წინა სტატიაშიგიორგი გუგავა: “კორუფციის ჭაობად გადაქცეულმა თბილისის მერიამ გადაწყვიტა ტაქსისტებს ჩაუჯდეს წილში
შემდეგი სტატიაერდოღანმა ეჭვმიტანილების სასამართლოს გარეშე დაკავების ვადა გაახანგრძლივა