ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდაზე მუშაობს

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილული იყო პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდის კუთხით აღებული ვალდებულება. კერძოდ, მსჯელობა გაიმართა ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ვალდებულების – პარლამენტის ყოველწლიური ანგარიშების სტრუქტურის გაუმჯობესების შესრულების საკითხი.

„ღია მმართველობის საბჭოს ვალდებულება უკავშირდება ერთიანი სისტემის შემოღებას კომიტეტების და თვითონ პარლამენტის საქმიანობის წლიური ანგარიშების ფორმასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართული იქნება როგორც შინაარსობრივი, ისე პროცედურული ნაწილის გაუმჯობესებაზე. ანგარიშების სტრუქტურის გაუმჯობესების ხელს შეუწყობს პარლამენტის და კომიტეტების საქმიანობასთან დაკავშირებული თემების საზოგადოებისთვის მაღალი გამჭვირვალობის ხარისხით მიწოდებას“, – განაცხადა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ხატია წილოსანმა.

მისი თქმით, აღნიშნული ვალდებულება წლის ბოლომდე შესრულდება და ამ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულები ექსპერტები, საბჭოს სამდივნო და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე: ევროკავშირის წევრობის გზაზე გამარჯვება საქართველოს და უკრაინის მხარეს იქნება
შემდეგი სტატიარუსეთში კიევზე მასიური სარაკეტო იერიშით კვლავ იმუქრებიან