“ღია კარის მტვრევა” – ალექსანდრე ჯეჯელავა თსუ-ში მიმდინარე პროცესებს აფასებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს, განათლების მინისტრობის კანდიდატი ეხმაურება. ალექსანდრე ჯეჯელავა არსებულ ვითარებას ღია კარის მტვრევას უწოდებს და ამბობს, რომ მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აუდიტორია 115-დან შეხვდეს.

„ეს არის ღია კარის მტვრევა, უმეტესობა იმ ხალხის, ვინც იყო ჩართული ამ მოძრაობაში, აუდიტორია 115-ში კონსტრუქციულად თანამშრომლობს და ბევრ ფორმატში მუშაობს თსუ-ის ახალ მენეჯმენტთან, ჩვენთან ერთად, სხვადასხვა არასამთავრობოებთან და ა.შ. ნაწილს უნდა როგორც ჩანს, ძალოვანი მეთოდებით გამოხატონ თავის თავი.

“მე მოვუწოდებ, ძალიან მინდა ვთხოვო ყველას, რომ ეს არაფერს არ მოიტანს. ყველა მზად არის მათთან შესახვედრად, მათ იციან, რომ სტრატეგია მზადდება თსუ-ში, ისიც იციან, რომ თვითონაც არიან ჩართული ამ პროცესში, ამიტომ, ახლა სტუდენტებისთვის ხელის შეშლით და სასწავლო პროცესის და თვითმმართველობის ხელის შეშლით უკეთესობას ვერაფერს მიიღებენ. მხოლოდ ათასობით სტუდენტს შეუშლიან ხელს,“ – განაცხადა ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიგასულ წლებთან შედარებით, ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენისა და მათზე რეაგირების მაჩვენებელი გაზრდილია – ნანუაშვილი
შემდეგი სტატიაარსებული საპენსიო სისტემა და მინიმალური სოციალური უზრუნველყოფა, აუცილებლად შენარჩუნდება