ღაზის სექტორში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას ზეიმობენ

ღაზის სექტორში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას ზეიმობენ.

პალესტინელები ქალაქ ხან იუნის ქუჩებში პალესტინის დროშებით გამოვიდნენ, ისმის შეძახილები.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, არ წარმოედგინათ, თუ ეს მომენტი ოდესმე დადგებოდა.

„ეს არაჩვეულებრივი ემოციაა. ახლაც კი არ გვჯერა, შეთანხმება დიდი სიურპრიზია პალესტინელი ხალხისთვის და მსოფლიოსთვის“, – აცხადებენ პალესტინელები.

ცნობისთვის, ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

banner
წინა სტატიაში“შერატონ ბათუმი” უარს ამბობს გადასცეს ზვიად ქორიძეს ვიდეომასალა – TI
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის არმიაში ამჟამად 880 ათასი სამხედროა