27.1 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ღაზის სექტორში ისრაელის ავიაიერიშებს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ისრაელის ავიაიერიშებს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

reuters-ის ინფორმაციით, ადგილობრივი მედიკოსები ამბობენ, რომ  ერთი ადამიანი ხან იუნისში დაიღუპა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ის გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდა მათი მებრძოლებისთვის, რომლებიც ტერიტორიაზე მოქმედებდნენ.

სამი ადამიანი კი ალ-აქსას ჰოსპიტალთან მოწყობილ საზოგადოებრივი კვების ობიექტთან ემსხვერპლა ავიაიერიშს.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანის დაბომბვა შეწყვიტა, ღაზის სექტორში იერიშები უფრო ინტენსიური გახდა.

banner
წინა სტატიაში“ილია II ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობდა, თქვენც უნდა აღაშენოთ მტკიცე კავშირები ხალხთან”- მსოფლიო საპატრიარქოს გზავნილი შიო III-ს
შემდეგი სტატია“ყველა რეჟიმის ტახტზე ნაკოტრიალები..”- შალვა ნათელაშვილი გია ხუხაშვილს