ღაზის სექტორში ისრაელის ავიაციის მიერ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვას 195 ადამიანი ემსხვერპლა, 120 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ

ღაზის სექტორში ისრაელის ავიაციის მიერ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვას 195 ადამიანი ემსხვერპლა, 120 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.

ღაზის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვის შედეგად 700-ზე მეტი ადამიანია დაშავებული.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი მესამედ დაიბომბა. გაერო-ში აცხადებენ, რომ არაპროპორციული თავდასხმები შესაძლოა, ომის დანაშაულად შეფასდეს.

გაერო-ს ბავშვთა სააგენტო UNICEF-მა ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმები შეაფასა, როგორც „საშინელი და შემზარავი“.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაცია „Gallup“-მა „კანონისა და წესრიგის“ ყოველწლიური გლობალური ინდექსი გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაგაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი – ისრაელს, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს, თავდაცვის უფლება არ აქვს