ღაზის სექტორში იერიშის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ისრაელის მიერ ღაზის განხოციელებულ იერიშს 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ისრაელზე მოძრაობა „ჰამასის“ სარაკეტო იერიშს კი, ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

„როიტერის“ ცნობით, ისრაელმა ღაზას სექტორზე სარაკეტო იერიში დღეს დილით განახორციელა, მას შემდეგ, რაც მოძრაობა „ჰამასმა“ თელავ ივისა და ცენტრალური ისრაელის ქალაქების მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად, ღაზაში ცხრასართულიანი შენობა დაინგრა. ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, შენობაში ჰამასის დაზვერვის ცენტრი იყო განთავსებული. თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის ორი ლიდერის ლიკვიდაცია შეძლეს.

banner
წინა სტატიაში„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის 45 წელს ზემოთ მოქალაქეები რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ
შემდეგი სტატიაავტოავარია იყალთოში – არის მსხვერპლი