ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ღაზის მთავარ საავადმყოფოსთან, სასწრაფო დახმარების ავტომობილზე ავიადარტყმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.
მათივე ცნობით, ისრაელმა სასწრაფო დახმარების იმ ავტოკოლონაზე მიიტანა იერიში, რომლითაც ალ-შიფას საავადმყოფოდან დაშავებულები რაფას საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ უნდა გადაეყვანათ.
ისრაელის შეიარაღებულ ძალებში იერიშს ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებით, ჰამასის მებრძოლები და შეიარაღება გადაჰქონდათ.