ღაზაზე უსაფუძვლო თავდასხმებმა შესაძლოა, ისრაელი მოულოდნელ და არასასურველ პოზიციამდე მიიყვანოს საერთაშორისო საზოგადოების თვალში – ერდოღანი

ერდოღანმა რუსეთთან ერთად ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი განაცხადა

ღაზაზე უსაფუძვლო თავდასხმებმა შესაძლოა, ისრაელი მოულოდნელ და არასასურველ პოზიციამდე მიიყვანოს საერთაშორისო საზოგადოების თვალში, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ღაზაზე არაპროპორციულმა და უსაფუძვლო თავდასხმებმა შესაძლოა, ისრაელი მოულოდნელ და არასასურველ პოზიციამდე მიიყვანოს საერთაშორისო საზოგადოების თვალში. ისრაელს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ის თუ იქცევა როგორც ორგანიზაცია და არა სახელმწიფო, მას საბოლოოდ დაუწყებენ ისე მოპყრობას, როგორც ორგანიზაციას“, – განაცხადა ერდოღანმა თავისი პარტიის ეროვნული ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მზად არის, შუამავლის როლი შეასრულოს, რათა რეგიონი რაც შეიძლება სწრაფად გამოიყვანოს „მორევიდან“.

„ყველამ თავი შეიკავოს იმპულსური გადაწყვეტილებებისგან, რომლებიც მიზნად ისახავს პალესტინელი ხალხის დასჯას, მათთვის ჰუმანიტარული დახმარების შეწყვეტას. როგორც სახელმწიფო, თურქეთი, ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, შუამავლობისა და „სამართლიანი არბიტრაჟის“ ჩათვლით, რათა სწრაფად გამოვიყვანოთ ჩვენი რეგიონი ამ მორევიდან“, – განაცხადა ერდოღანმა.

banner
წინა სტატიაში12 ოქტომბერს, ბრიტანეთის საელჩო და პარტნიორები ბრიტანულ-ქართულ ფინტექ ფორუმს უმასპინძლებენ
შემდეგი სტატიარუსეთის ამბიციები არასდროს შემოიფარგლებოდა უკრაინით და ჩვენ გვჯერა, რომ მისი ეს ამბიციები სწორედ უკრაინაში დამარცხდება – ზელენსკი