ღაზაში სახმელეთო ოპერაცია გრძელდება

ღაზაში სახმელეთო ოპერაცია გრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

„დღეს ღამით სახმელეთო ოპერაციის გაფართოება დაიწყო, თავდაცვის ძალები ღაზას სექტორის სიღრმეში შევიდნენ. წინსვლის დროს ტერორისტებთან რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რომლებსაც ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამავე დროს, საჰაერო ძალებმა ღაზაში 150-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ საჰაერო იერიში სამხრეთ ლიბანში არსებულ „ჰეზბოლას“ ობიექტზეც მიიტანეს, გუშინ ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო სროლის საპასუხოდ.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთი და სერბეთი მხარს უჭერენ პუტინის ომის მანქანას – ბულგარეთის პრემიერი
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ჩვენი გადაწყვეტილებით 2024 წელს განათლების სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი, აქედან 160 მილიონი ლარი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას