ღაზაში საჰაერო იერიშის შედეგად ჰამასის გავლენიანი მეთაური მოკლეს

13 დეკემბერს ქალაქ ღაზაში საჰაერო იერიშის შედეგად ისრაელმა ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის გავლენიანი მეთაური, რაად საადი მოკლა – ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალები მხოლოდ იმას წერს, რომ იერიშის დროს მიზანში ამოიღეს ჰამასის “მთავარი” წევრი, რომელიც ბოლო თვეებში “ჩართული იყო დაჯგუფების შეიარაღების აღდგენისა და წარმოების ძალისხმევაში”.

ამასთან, Axios წერს, რომ საჰაერო იერიშის შესახებ ისრაელმა აშშ-ს წინასწარ არ შეატყობინა.

Times of Israel-ის ცნობით, საადი ღაზის სექტორში შემორჩენილი ჰამასის მცირერიცხოვანი სამხედრო ხელმძღვანელობას შორის იყო და დაჯგუფების სამხედრო მეთაურის, იზ ალ-დინ ჰადადის შემდეგ გავლენით რიგით მეორე წევრად ითვლებოდა.

banner
წინა სტატიაში“რით მოგვწამლეთ?!” – უწყვეტი პროტესტის 381-ე დღე
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: “ბელარუსიც კი უფრო დემოკრატიულად გამოიყურება, ვიდრე საქართველო”