ღაზაში მცხოვრები 1.1 მილიონი ადამიანის ევაკუაციის გეგმა შეუძლებელია განხორციელდეს – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ღაზაში მცხოვრები 1,1 მილიონი ადამიანის ევაკუაციის გეგმა შეუძლებელია განხორციელდეს.

“მე ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას წარმოვადგენ და ვამბობ, რომ ევაკუაციის გეგმის განხორციელება სრულიად, სრულიად შეუძლებელია…წარმოდგენა იმის შესახებ, რომ 24 საათში მილიონი ადამიანის გადაადგილება ღაზაში შექმნილი სიტუაციის დროს შესაძლებელია, მხოლოდ ჰუმანიტარული კრიზისი შეიძლება იყოს,” – თქვა ბორელმა პეკინში პრესკონფერენციაზე.

მან ისრაელს მოუწოდა, რომ საკუთარი თავის დაცვის პროცესში საერთაშორისო სამართალი არ დაარღვიოს.

banner
წინა სტატიაშიღამით ისრაელში შეღწევის მცდელობისას, 2 პალესტინელი ტერორისტი მოვკალით – IDF
შემდეგი სტატიაგუტერეშმა ისრაელის ხელისუფლებას ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან არიდებისკენ მოუწოდა