
გამოცემის ცნობით, გათავისუფლებულ მძევლებს შორის არიან: გალი და ზივ ბერმანები, მატან ანგრესტი, ალონ ოჰელი, ომრი მირანი, ეიტან მორი და გაი გილბოა-დალალი.

თელ-ავივის “მძევლების მოედანზე” ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ღაზადან მძევლების გათავისუფლებას ელოდებიან, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ფორუმი მძევლების ისრაელში დაბრუნების ტრანსლაციას მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე გეგმავს.
ღაზაში 48 მძევალი იმყოფება, აქედან ცოცხალი, სამწუხაროდ, მხოლოდ 20 მძევალია.

















