ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა

ისრაელის მიერ ბოლო 11 დღეში განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად 230 პალესტინელი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 65 ბავშვი და 39 ქალია. დაშავებულთა რაოდენობა კი 1 700-ს აჭარბებს.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ღაზაში ტერორისტული ორგანიზაციების 160-მდე წევრი გაანადგურეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკმა პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის „Meliora 2020“-ის ჯილდო მიიღო
შემდეგი სტატიავაშაძე – დავაინიცირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნას როგორც 2020, ასევე 2018 წლის არჩევნებთან დაკავშირებით