ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს და სამხედროების მობილიზაციას ახდენენ, – ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მედიის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა რეზერვისტების გამოძახების ბრძანებაც გასცა.

ამასთან, მედიის ცნობით, ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორში საპასუხო საჰაერო თავდასხმები დაიწყეს და გააფრთხილეს, რომ ჰამასი „ძალიან მძიმე საფასურს“ გადაიხდის.

„დილით „ჰამასმა“ დაუშვა სერიოზული შეცდომა და დაიწყო ომი ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ისრაელის სახელმწიფო გაიმარჯვებს ამ ომში“, – განაცხადა გალანტმა.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ხუთი და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.

banner
წინა სტატიაშიწერეთელი ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე – რუსეთის სტრატეგიული ამოცანაა, საქართველო მისი გავლენის სფეროში დარჩეს, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა კი ამას ეხმარება
შემდეგი სტატიაისრაელის თავდაცვის მინისტრი – დღეს დილით ჰამასმა სერიოზული შეცდომა დაუშვა და დაიწყო ომი ისრაელის წინააღმდეგ – ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს