ისრაელის ენერგეტიკის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ღაზის სექტორს ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება მანამდე არ აღუდგება, სანამ “ჰამასის” მიერ გატაცებული ადამიანები სახლში არ დაბრუნდებიან.
“ჰუმანიტარული დახმარება ღაზას? არც ელექტრული ჩამრთველი არ ჩაირთვება, არც ერთი წყლის ტუმბო არ გაიხსნება და არც საწვავის სატვირთო მანქანა შევა, სანამ ისრაელის გატაცებულები არ დაბრუნდებიან სახლში”, – წერს მინისტრი X-ზე (ყოფილი Twitter)
როგორც The Times of Israel წერს, ისრაელიდან გატაცებული დაახლოებით 150 ადამიანის ადგილ-სამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ ამ დრომდე უცნობია.
ენერგეტიკის მინისტრმა ღაზის სექტორისთვის წყლის მიწოდების შეწყვეტის ბრძანება 9 ოქტომბერს გასცა. 11 ოქტომბერს კი ღაზაში საწვავის დეფიციტის გამო ერთადერთი ელექტროსადგური გაითიშა.