„ღარიბი უფრო ღარიბდება და ამ დიდ არმიას კიდევ უფრო დიდი ნაწილი ჩვენი მოსახლეობისა ემატება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 8, 2016 12:52

„ღარიბი უფრო ღარიბდება და ამ დიდ არმიას კიდევ უფრო დიდი ნაწილი ჩვენი მოსახლეობისა ემატება

„ღარიბი უფრო ღარიბდება და ამ დიდ არმიას კიდევ უფრო დიდი ნაწილი ჩვენი მოსახლეობისა ემატება. საგანგაშოა ის ციფრები, რომელიც ჩვენმა სტატისტიკის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. იანვარ-თებერვალში საგარეო ვაჭრობა 2 %-ით შემცირდა, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ექსპორტის მაჩვენებელი 13 %-ით შემცირდა. ეს ერთგვარი დამხმარეა ლარის კურსის სტაბილურობისთვის და ასევე ეკონომიკის ამოქმედებისთვის. 13 %-ით შემცირებული ექსპორტი არის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი“, – განაცხადა მელიქიშვილმა.
უმცირესობის წევრის თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მცირეა.
„ამ დონეზე დავიდა დღევანდელი მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგად ეკონომიკის მდგომარეობა. მთავრობა თანახმაა დაეყრდნოს მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ და გატარებული ნაბიჯებს. 2016 წლის იანვარ-თებერვალში ეროვნული ვალუტის მიმოქცევიდან ამოღება განხორციელდა, ლარის მასა შემცირებულია 225 მილიონი ლარით, ეს არის ერთ ერთი მთავარი ფაქტორი, როცა ლარის კურსი ერთგვარ სტაბილურობას აჩვენებს, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, როცა მარცხენა ფეხის ტკივილის გამო ვერ გადაადგილდები თუ მარჯვენა ფეხის ტკივილის გამო. საბოლოო ჯამში ტკივილი დაბლა დაგცემს და საქართველოს ეკონომიკას დღეს სწორედ ეს ემართება. ეკონომიკას სჭირდება დამატებითი რეფორმები, მიზიდულობის განცდა, მთავრობამ ყველაფერზე უარი თქვა და რეფორმების უკვე დაგეგმილი ნაწილიც კი გადაამისამართა 2017 წლისთვის, მხოლოდ იმის გამო, რომ ბიუროკრატიაზე უარი ვერ თქვა, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ 2017 წელს ეს მთავრობა ნამდვილად არ იქნება და იქნება მთავრობა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს შეუმსუბუქებს და გაუჯანსაღებს ყოველდღიურობას“, – აღნიშნა მელიქიშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 8, 2016 12:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,602
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics