„ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს” – მოსამართლე, ნატო ხუჯაძე

„ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს”,- ამ სიტყვებით მიმართა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პატიმრობაში მყოფ სამოქალაქო აქტივისტ, გელა ხასაიას.

განცხადება მოსამართლემ მას შემდეგ გააკეთა, რაც “გირჩი-მეტი თავისუფლების” დაკავებულმა ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილის თავისუფლებაში ყოფნა ახსენა.

მთელი ეს პერიოდი, ვცდილობ, ამ ყველაფერში პატარ-პატარა სიმართლის დადგენას. შევეგუებოდი, თუკი სასამართლო, პროკურორი ამიხსნის, როგორ შემიძლია ზეწოლა მოწმეებზე, ვიდრე ამ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გარეთ”,- განაცხადა ხასაიამ.

ამის შემდეგ, დაკავებულს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, მისი საქმის გარშემო ესაუბრა. „ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს”,- განაცხადა მოსამართლე ხუჯაძემ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ბრალდებული წევრი, გელა ხასაია და ვასილ ქერდიყოშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან. საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით, მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშითიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
შემდეგი სტატია“ეკლესია “ოცნების” დანამატი გახადეთ, ხალხი მიატოვეთ, ვინც კი მთავრობის უსამართლობაზე ხმა ამოიღო სატანისტებად შერაცხეთ” – მამა დოროთე დეკანოზ, ალექსანდრე გალდავას პასუხობს