“ღარიბაშვილს ექნება საშუალება, რომ გაანალიზოს განვლილი და მომავალი გეგმები და მიიღოს შესაბამისი გადაწვეტილებები”

ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და მე პატივს ვცემ მის ამ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომ ბევრისთვის ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი არ იყო ნათელი.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, მისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რაც განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომის წინ.
“ჩემთვის გულწრფელად დიდი პატივი იყო ორი წლის განმავლობაში ბატონ ირაკლისთან მუშაობა. მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და მე პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას. მან უდიდესი სამუშაო შეასრულა ამ ორი წლის განმავლობაში და ამხელა ტვირთის ზიდვა მარტივი არ არის. ირაკლი ღარიბაშვილს ექნება იმის საშუალება, რომ უკვე დეტალურად გაანალიზოს განვლილი და მომავალი გეგმები და მიიღოს შესაბამისი გადაწვეტილებები”, – განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, ღარიბაშვილის გადადგომა არ ნიშნავს, რომ მთავრობის სტრატეგია იცვლება.
“ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობის სტრატეგია, ღირებულებები და ორიენტაციები იცვლება. პირიქით, მე ვფიქრობ, ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა დაამტკიცა, რომ მთავრობის გეგმა უცვლელია და გუნდი ერთიანია”, – განაცხადა სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშითბილისის ეროვნული პარკის დირექტორის მანქანაში ხელყუმბარები და იარაღის მჭიდი იპოვეს
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენ 3%-ზე გავალთ წლევანდელ წელს უკვე მთლიანი შიდაპროდუქტის ზრდაზე