ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა, პროკურატურა პატიმრობის ნაცვლად გირაოს ითხოვს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა. დეტალები პროკურატურის ბრიფინგიდან:

ბრალდების თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილი წლების განმავლობაში იღებდა უკანონო შემოსავალს, ხოლო დეკლარაციაში უთითებდა ყალბ მონაცემებს, თითქოს ოჯახის ერთ-ერთი წევრი ჩუქნიდა სხვადასხვა თანხას.

ამ გზით ყოფილმა პრემიერმა 800.000-ზე მეტი ლარის ლეგალიზაცია მოახდინა.

მისი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა 6,5 მილიონზე მეტი აშშ დოლარი.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად გირაოს, 1 მილიონი ლარის გადახდას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიგალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე საინვესტიციო შესაძლებლობები მიმოიხილა
შემდეგი სტატიაარასრულწლოვანი გერისა და ნათესავის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის ერთი პირი დააკავეს