ღარიბაშვილმა წამოიწყო ეს საქმე, ყველა კოზირი ხელში აქვს – ივერი მელაშვილი

დღეს, საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმე განახლდება – მიზეზი მოსამართლის ცვლილებაა. სხდომაზე მოწმეები ხელახლა გამოიკითხებიან, თუმცა კონკრეტულად ვინ, ჯერ უცნობია. ბრალდებული ივერი მელაშვილი ამბობს, რომ დიდ შედეგს არ ელის.

“არაფერი არაა გამორიცხული, მე ეს მინდა ვთქვა, იმიტომ, რომ პრინციპში, საქმე სუფთა ტექნიკური თვალსაზრისით, ყველა ბრალეულობა რაც შიგნითაა მოხსენიებული, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. შედეგობრივად რაღაც დიდ შედეგს ველი – არა, იმიტომ, რომ ღარიბაშვილმა წამოიწყო ეს საქმე, მაშინ თავდაცვის მინისტრი იყო, ახლა პრემიერია, ყველა კოზირი ხელში აქვს და მეტი გავლენაც შეუძლია იქონიოს”, – თქვა ივერი მელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი – ჯანმრთელობის გაუარესების არავითარი რეალური რისკი მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში არ არსებობს
შემდეგი სტატიაადვოკატი – მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა თანდათან უარესდება და მომდევნო დღეებში კიდევ გაუარესდება