ღარიბაშვილმა 1 მლნ ლარის ოდენობის გირაო საცხოვრებელი სახლით უზრუნველყო

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახელმწიფო მდივანმა პეკინში მიიწვია

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ერთი მილიონი ლარის გირაოს თანხა ქონებით უზრუნველყო”, – ამის შესახებ, მისმა ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განაცხადა.

გელაშვილის თქმით, გირაოს უზრუნველყოფა მოსეშვილის #10-ში მდებარე ირაკლი ღარიბაშვილის ქონებით მოხდა, რომელშიც ის ამჟამად ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

„ამ გირაოს დაფარვა თანხით არ მომხდარა. მისი სახლი, მოსეშვილის #10-ში, სადაც ის თავად ცხოვრობს ოჯახით, აუდიტმა შეაფასა. ეს უძრავი ქონება შეფასდა მილიონზე მეტად და სწორედ ეს ქონება ჩაიდო. კანონი ითვალისწინებს ამას. შესაძლებელია როგორც თანხით, ასევე ქონებით იქნას უზრუნველყოფილი. ეს დათქმა პროკურატურამ შეიტანა სასამართლოში და განჩინებაში მიუთითა.

ირაკლი ღარიბაშვილი, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას არ უწევს, ის კანონმორჩილი ადამიანია. არც ქვეყნის დატოვებას აპირებს და მზად არის თუ გამოძიებას ექნება რაიმე კითხვა, უპასუხოს. თუმცა ამ ეტაპამდე, გარდა იმ ჩვენებისა, რომელიც მისცა ბრალის წარდგენის დროს, მისთვის არ დაუსვამთ კითხვა, გამოკითხული არ ყოფილა“,- განაცხადა ყოფილი პრემიერის ადვოკატმა.

 

banner
წინა სტატიაშიშსს–მ ბოლო დღეებში ნარკოდანაშაულისთვის 50 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი – “გერმანიის საგარეო უწყება ჩამოყალიბდეს, ხიდების გადება სურს, თუ ამ ხიდების დაწვა?!”