17.8 C
Tbilisi
შაბათი, ნოემბერი 14, 2026
banner

ღარიბაშვილისა და ლილუაშვილის დაჭერა იგეგმება, ჩამოართვეს პასპორტები, უთვალთვალებენ – შაიშმელაშვილი

ტვ პირველის ეთერში გდდ-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ირაკლი შაიშმელაშვილმა განაცხადა, რომ ისეთ ყოფას, როგორშიც ახლა ირაკლი ღარიბაშვილი და გრიგოლ ლილუაშვილი არიან, პატიმრობა სჯობს, რადგან მათ ჩამოართვეს პასპორტები, უთვალთვალებენ, ბინასთან სუს-ის მანქანებია გადანაწილებული და ამას ვერავინ გაბედავდა ბიძინა ივანიშვილის ბრძანების გარეშე.

“კვალი მივა სოფელ ჭორვილაში. მსგავსი მასშტაბის ვინ გაბედავს, რომელი აიღებდა საკუთარ თავზე, ვერცერთი ვერ აიღებდა. ღარიბაშვილის დაჭერა, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ბიჭებს როგორც აქვთ შიდა წყაროებში, კი ბატონო, იგეგმება და მათ შორის, ლილუაშვილის, უბრალოდ დროის ფაქტორია როდის გააკეთებენ ამას და რა მეთოდით გააკეთებენ, ჯერ-ჯერობით უცნობია. თუმცა, რიგში რომ დგას ღარიბაშვილი, პასპორტები რომ ჩამორთმეული აქვთ ერთსაც და მეორესაც, ქვეყნიდან გასვლის უფლება არ აქვთ და ფაქტობრივად შინაპატიმრობაში იმყოფებიან, მათ სახლებთან სუს-ის მანქანები ოპერირებს, კამერები დაუყენეს, გადაკეტეს. მასეთ ყოფას, სამოქალაქოზე ცხოვრებას, ერქვათ პატიმარი და ციხეში იყვნენ ეგ ჯობია, ვიდრე მათ ყოფას, რა ყოფაშიც ეგენი ცხოვრობენ,” – განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქართული, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის ჩეხეთმა უვიზო რეჟიმი გააუქმა
შემდეგი სტატიაპოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევშია