ღარიბაშვილის წერილი ევროკომისიის პრეზიდენტისადმი დასტურია იმისა, რომ სახელმწიფო პერსონალურ ინტერესებს ემსახურება – გახარია

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის წერილი ევროკომისიის პრეზიდენტისადმი არის დასტური იმისა, რომ სახელმწიფო პერსონალურ ინტერესებს ემსახურება, – ამის შესახებ “საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში „ტვიტერი“ დაწერა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ.

გახარიას თქმით, სჯერა, რომ ევროკომისია გვერდით დაუდგება საქართველოს, რათა დასრულდეს არაფორმალური მმართველობა.

“მე მჯერა, რომ კომისია გვერდში დაუდგება საქართველოს, ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობაში, რათა დასრულდეს არაფორმალური მმართველობა და გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი”,- აღნიშნავს გახარია Twitter-ზე.

banner
წინა სტატიაშიჩვენი მეგობრობა დასავლეთთან არ ნიშნავს იმას, რომ ტყუილზე არ ვთქვათ, რომ ტყუილია – მდინარაძე
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო