ღარიბაშვილის შეფასებით მოგერინის მესიჯები იმედის მომცემია

ის პოზიტიური მესიჯები, რომელიც მოვისმინეთ, არის ძალიან იმედის მომცემი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
“მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ქალბატონი მოგერინის ვიზიტის მნიშველობა. ეს არის მისი პირველი ვიზიტი საქართველოსა და მთელს რეგიონში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ის პოზიტიური მესიჯები, რომელიც მოვისმინეთ, არის ძალიან იმედის მომცემი. უშუალოდ მისი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ის მიემგზავრება ბრიუსელში, სადაც გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეორე სხდომა.
“მე მივდივარ ბრიუსელში. 16 ნოემბერს გვექნება ჩვენ ერთობლივი კონფერენცია, გვექნება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა, სადაც ჩვენ დეტალურად განვიხილავთ სფეროების მიხედვით იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ”, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიერთი აშშ დოლარის ფასი 2.3971 გახდა
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილის პასუხი ბიძინა ივანიშვილს