15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
banner

ღარიბაშვილის საქმეზე მიცემული ჩვენების შემდეგ, ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეზეც გაუფორმდება

ღარიბაშვილის საქმეზე მიცემული ჩვენების შემდეგ, ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეზეც გაუფორმდება.

ამის შესახებ ინფორმაციას IPN პროკურორზე დაყრდნობით ავრცელებს.

“სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნული პროცესი 28 სექტემბერს. დღეის მდგომარეობით, დაცვის მხარესთან ნამდვილად მიმდინარებს საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება. კონკრეტული პირობები არ არის მიღწეული. შედეგებზე რა თქმა უნდა, მოგვიანებით გეცნობებათ. თუ სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, რა თქმა, უნდა, იგივე სასჯელები იქნება ძალაში დატოვებული“,- განაცხადა პროკურორმა.

ბურჭულაძეს აღნიშნულ საქმეზე 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

დღეს პროკურატურამ დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ბურჭულაძეს ახალი ბრალი წარედგინა – აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კი მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

banner
წინა სტატიაშიჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია