ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქციას მართავენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ და აცხადებენ, რომ 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი ირაკლი ღარიბაშვილია.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, რომელმაც ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანა.

აქციის მონაწილის დაკავება მას შემდეგ მოხდა, როდესაც პოლიციამ შეკრებილებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა. პოლიცია მათ მოუწოდებდა, გზის სავალი ნაწილი დაეტოვებინათ და გზაზე წარწერები არ გაეკეთებინათ.

banner
წინა სტატიაშიგარდაიცვალა ნოე ჟორდანიას ვაჟი, რეჯებ ჟორდანია
შემდეგი სტატიაიოსელიანი: ჯერ არ არის დაზუსტებული, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ ოპოზიციას მოგვეცეს შესაძლებლობა, შევხვდეთ შარლ მიშელს