ხუხაშვილი პრეზიდენტთან დამწვარი ხიდის აღდგენაზე საუბრობს

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqnebaგია ხუხაშვილი თვლის, რომ სერგეენკოს და კვირიკაშვილს შესწევთ ძალა, პრეზიდენტის ინსტიტუტთან დამწვარი ხიდი აღადგინონ.
ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ უკვე ყოფილი პრემიერის მიერ გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადება დაუგეგმავი იყო.
პოლიტოლოგის თქმით, ის ფაქტი, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მის პოლიტიკურ მომავალზე არ ისაუბრა, ამ მომავლის პერსპექტივას ჩრდილის ქვეშ აყენებს.

“ღარიბაშვილის სიტყვაში უნდა გახმოვანებულიყო, სად ხედავს ის თავის მომავალს. ისეთი განცდა დამრჩა, რომ ეს მომავალი არ ჩანს, არ არსებობს, ან ფსიქოლოგიურად ძალიან დაძაბულია. ფაქტია, რომ ყოფილი პრემიერი თვითონაც ბუნდოვნად უყურებს მის მომავალს. ეს იყო დაუგეგმავი გადადგომა” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
რაც შეეხება ღარიბაშვილის შემცვლელებად მედიაში დასახელებულ პირებს, ექსპერტი გიორგი კვირიკაშვილისა და დავით სეგრეენკოს კანდიდატურას დადებითად აფასებს, რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს კახი კალაძეს, ექსპერტი ამბობს, რომ მისი დამოკიდებულება ამ უკანასკნელთან დადებითი არ არის.
“დღეს საჭიროა ტექნიკური პრემიერ-მინისტრი და ფართო პოლიტიკური მაგიდა, ამ კუთხით სერგეენკო და კვირიკაშვილი ძალიან დადებითად გამოიყურებიან, მათ არ აქვთ ხიდები დამწვარი, არც საზოგადოებასთან და არც პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. ამ ადამიანებს აქვთ რესურსი, რომ ეს დამწვარი ხიდები აღადგინონ” – აღნიშნა ხუხაშვილმა. რაც შეეხება კალაძეზე დასმულ კითხვას, მან ასე უპასუხა: “კალაძის პრემიერობას სკეპტიკურად შევხედავდი”.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: ვინ იქნება მომავალი პრემიერი, ეს არც მე ვიცი და არც უმრავლესობის წევრებმა
შემდეგი სტატია“როგორც ჩანს, პრემიერმა ჩათვალა, რომ ის პირველი რიგის ამოცანები შესრულებულია და ახლა ახალი სისხლი, ახალი ადამიანი სჭირდება ქვეყანას”