ირაკლი ღარიბაშივლის ოჯახი პირველ განმარტებას აკეთებს – ექსპრემიერის ცოლის ძმამ, ლექსო თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:
უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და დასკვნები შემდეგ გამოვიტანოთ . დრო ყველაფერს აჩვენებს….
ერთში კი სრულიად დარწმუნებული ვარ: ირაკლის არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი და არც მომავალში გადადგამს, თუნდაც ეს საკუთარი თავის დაზიანებად დაუჯდეს…

















