ღარიბაშვილის განცხადებები ემოციური და გაუაზრებელია

პრემიერმინისტრის განცხადებას ნამახვანჰესთან დაკავშირებით, რიონის ხეობის მცველები ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ემოციური და გაუაზრებელია:

“თვითონვე გამიჯნა თავის საუბარშივე, რომ არსებობს გულწრფელი პროტესტი და არსებობს დესტრუქციული ძალები. მე არ ვიცი, ჩვენ ვის გვაკუთვნებს პრემიერი, რომელ მხარეს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროტესტი არის არგუმენტირებული და სამართლიანი. ემოციურ განცხადებებს აკეთებს პრემიერმინისტრი და არანაირად არ ეფუძნება საკითხის სიღრმისეულად გააზრებას”,-თქვა ვარლამ გოლეთიანმა ღარიბაშვილის პასუხად.

ნამახვანჰესთან დაკავშირებით ისტერია უნდა შეჩერდეს და ამისთვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს – აცხადებს ღარიბაშვილი

შეგახსენებთ, რომ ნამოხვანჰესის წინააღმდეგ რიონის ხეობაში უკვე თვეებია უწყვეტი პროტესტია. რიონის ხეობის მცველებმა ჰესისი მშენებლობის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია ორჯერ ქუთაისშიც გამართეს და დააანონსეს, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პროტესტს თბილისში გააგრძელებდნენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი მომხმარებელს ციფრულ ბიზნეს ბარათს სთავაზობს
შემდეგი სტატიაოპოზიციონერი პოლიტიკოსების გათავისუფლებით დავიწყებდი – ტომას ჰენდრიკ ილვესი