„ღარიბაშვილის განცხადება ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნება” მთლიანად მოწყდა ევროატლანტიკურ ალიანსს და საქართველოს მიათრევს რუსეთის ორბიტისკენ“ – ლაშა დამენია

„როდესაც ქვეყანაში გყავს ასეთი არაადეკვატური პრემიერ-მინისტრი, რომელსაც არ აინტერესებს ევროპარლამენტარების აზრი და თავისუფალი სამყაროს გამოხმაურება, ეს არის დამღუპველი და ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნება” მთლიანად მოწყდა ევროატლანტიკურ ალიანსს და საქართველოს მიათრევს რუსეთის ორბიტისკენ, ამიტომაც 30 ოქტომბერს საქართველოს მოსახეობამ საკუთარი აქტიურობით უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ ივანიშვილის რეჟიმი მოაშოროს მართვის სადავეებს.“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს წევრმა“ დამენიამ

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტიისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას მისი თქმით, იტყვის, “კანონის და სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება”

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე: უსმენენ ყველას – გაოცებული ვარ, რომ ამაზე პროტესტი არ აქვთ პარლამენტის წევრებს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: მელიას დაპირებები არის სრული ტყუილი