„ღარიბაშვილის ერთი ჩარტერის ფასად, 300-მდე წალენჯიხელ მეორეკლასელს, კვებით, ერთი წელი ვუზრუნველყოფდით“ – ივანე ბურდული

„ღარიბაშვილის ერთი ჩარტერის ფასად, წალენჯიხის 300-მდე მეორეკლასელს, კვებით, ერთი წელი ვუზრუნველყოფდით“, – ამის შესახებ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ივანე ბურდულმა განაცხადა.

ამასთან, ბურდული რამდენიმე თვის წინ, კერძოდ, აპრილში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისთვის გაგზავნილ წერილსაც იხსენებს, სადაც გუბერნატორის შუამდგომლობა იყო საჭირო ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რათა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაწყებითი კლასების მოსწავლეთა კვების პროგრამისთვის, დამატებით 208 ათასი ლარი გამოყოფილიყო, თუმცა, ამ დრომდე, გუბრნატორს წერილზე პასუხი არ გაუცია.

ოფიციალური უწყბები კი, მოსწავლეთა კვების დაფინანსებაზე უარს მაშინ ამბობენ, როცა ოფიციალური კვლევით, საქართველოში მოსწავლეთა 35% სკოლაში არასდროს იკვებება, რადგან მშობლებს შესაძლებლობა არ აქვთ, შვილებს სკოლის ბუფეტში ფუნთუშის, ან სხვა რომელიმე ტკბილეულის საყიდლად ფული მისცეს.

ამ ფონზე, წალენჯიხის მერიის ინიციატივა, იგივე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორისთვის მისაღები უნდა იყოს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამ პროგრამის დაფინანსებისთვის, თანხა, წალენჯიხის მერიის მოთხოვნის გარეშეც უნდა გამოყოს, მაგრამ „ოცნებას“ ბაშვები ფეხზე ჰკიდია და ეს მაშინ, როცა იგივე, „ოცნების“ პრემიერი აშშ-ში ზაფხულის არდადეგების გასატარებლად ჩარტერული რეისით, უფრო სწორად, სამთავრობო თვითმფრინავით მიფრინავს!

უფრო მეტიც, იმ დროს, როცა ბავშვთა კვების პროგრამისთვის სახელმწიფო ფულის გამოყოფას ვერ ბედავს, ღარიბი ქვეყნის მდიდარი მაღალჩინოსნები და მათი ცოლები, ძვირადღირებულ დაბადების დღეებს იხდიან და ამ ღრეობაში ათი ათასობით ლარს ხარჯავენ!

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მერია დაეხმარება
შემდეგი სტატიავინ შეცვლის გოგა გულორდავას “ქართული ოცნების” წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე?!