“ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლა ხელისუფლების არაადეკვატურობის პიკია”

პირადად მე, არანაირი კითხვა არ მაქვს არც ირაკლი ღარიბაშვილთან და არც ვახტანგ გომელაურთან. რა კითხვა უნდა დავუსვა ერთს ან მეორეს, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია, 5 ივლისს ყველა კითხვას პასუხი გაეცა და ყველამ კარგად დაინახა, საით მიჰყავს „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობამ 5-6 ივლისის მოვლენები კარგად უნდა გააცნობიეროს.

„რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლას, ეს არის არაადეკვატურობის პიკი საქართველოს ხელისუფლების. კარგად გააცნობიერონ, რა ხდება თბილისში, ზოგადად ქვეყანაში და რას მოჰყვა ეს ყველაფერი. როდის გინახავთ მედია ქუჩაში დამდგარიყოს და აქციები გაემართოს? სადამდე მიიყვანეს ქვეყანა, რომ ჟურნალისტები და ოპერატორები კამერებს ალაგებენ, აქციებს მართავენ ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, მეტი გამოსავალი აღარ დარჩა ამ ქვეყანაში. აქამდე მიიყვანა ივანიშვილმა საქართველო. დღეს რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიყოთ, რიგი უნდა იდგეს მთავრობის წევრების, განცხადებებს განცხადებებზე წერდნენ, მაგრამ ბოლომდე ჩაებღაუჭებიან ისინი ძალაუფლებას, მაგრამ ერთია, რა სურთ მათ და რა სურს საქართველოს ხელისუფლებას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშივაშაძე: ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გააკეთა წამქეზებლური განცხადება, ოპოზიციონერ კოლეგებთან ვიმსჯელებთ უნდობლობის მექანიზმზე
შემდეგი სტატიაჩეხეთის პრემიერმა ორბანის მიერ ლგბტ თემის წინააღმდეგ მიღებულ კანონს მხარი დაუჭირა