ღარიბაშვილი: ვინ წარმოიდგენდა, რომ სააკაშვილი საქართველოში მაცივრით დაბრუნდებოდა – ვერავინ, მაგრამ ეს მოხდა

ვინ წარმოიდგენდა, რომ სააკაშვილი საქართველოში მაცივრით დაბრუნდებოდა – ვერავინ, მაგრამ ეს მოხდა. ამ ადამიანებს ერთადერთი სურვილი აქვთ – როგორმე პრობლემა შეუქმნან ხელისუფლებას. საბოლოო ჯამში, ჩვენ კი არა, ქვყანას და ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აქედან გამომდინარე, ყველას მართებს მეტი გონიერება, სიბრძნე და ნაკლები ემოციურობა.

„მე რეალური სცენარი მოვყევი, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური კანდიდატები გაიმარჯვებენ. ვინ წარმოიდგენდა, რომ სააკაშვილი საქართველოში მაცივრით დაბრუნდებოდა – ვერავინ, მაგრამ ეს მოხდა. ამ ადამიანებს ერთადერთი სურვილი აქვთ- რომ როგორმე პრობლემა შეუქმნან ხელისუფლებას. საბოლოო ჯამში, ჩვენ კი არა, ქვყანას და ხალხს. ამიტომ, მეტი გონიერება გვმართებს, მეტი სიბრძნე და ნაკლები ემოციურობა. ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვეთ და ჩვენი მთავრობა იქნება მომდევნო სამი წლის განმავლობაში. აქ არაფერი არ შეიცვლება. ერთ ან ორ მუნიციპალიტეტში თეორიულად რომ დავუშვათ, რომ გაიმარჯვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. არაფერი არ შეიცვლება აბსოლუტურად. შეხედეთ მათ რიტორიკას, მათ მესიჯებს – კობა ნაყოფიას ვუსმენდი, სადაც ამბობს, რომ თუ ის სენაკში გაიმარჯვებს, პირდება, რომ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები. ასეთ დონეზე როგორ შეიძლება, რომ მოსახლეობას შეურაცხყოფა მიაყენო. იმდენად არაფრად თვლი მოსახლეობას, რომ გინდ ასეთი უსუსური ტყუილი დააჯერო. ამ დროს, მე ვიცი და თქვენ ნახავთ ამას, რომ არჩევნების შემდეგ კობა ნაყოფია საცხოვრებლად მიდის უკრაინაში, იმიტომ, რომ სამსახური ნაშოვნი აქვს უკრაინაში, კერძო კომპანიაში. მე ვურჩევ, სხვებმაც მიბაძონ კობა ნაყოფიას და იშოვონ ახალი სამსახურები“, – განაცადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – გამორიცხულია სააკაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება, ასევე გამორიცხულია მისი გადაცემა უკრაინისთვის
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – სრული მობილიზაცია გვაქვს გამოცხადებული, ყველა სამსახური მოწოდების სიმაღლეზეა