ღარიბაშვილი უჩა აბაშიძეზე – სამხედრო ექსპერტი კი არა, ავადმყოფი და კრიმინალი ყოფილა

სამხედრო ექსპერტი კი არა, ავადმყოფი და კრიმინალი ყოფილა ეს ადამიანი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ბლოგერმა უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ „უკანონოდ მოიპოვეს და კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს“.

მისი თქმით, „ეს ინფორმაცია კატასტროფაა“.

„მე არ მომისმენია ბრიფინგი, მაგრამ ინფორმაცია, რაც მე მითხრეს, კატასტროფაა. ამ ადამიანზე ატეხეს, რომ სამხედრო ექსპერტი დააკავეს. სამხედრო ექსპერტი კი არა, ავადმყოფი და კრიმინალი ყოფილა ეს ადამიანი. მე არ ვარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ ეს ადამიანი თუ ამას ჩადიოდა, გარდა იმისა, რომ ეს ავადმყოფობაა და საშინელებაა, ეს არის დასჯადი ქმედება. თუ მიჰყავდა სახლში ვიღაცები და თვითონ წერდა, კატასტროფაა. ამაზე პოლიცია და საგამოძიებო სამსახურები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა დარჩეს ქვეყანაში, ვინც არ უნდა იყოს, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს
შემდეგი სტატიათსუ-ს სტუდენტები – ორშაბათიდან უარს ვამბობთ აუდიტორიებში შესვლაზე