ღარიბაშვილი: წარმატებას ვუსურვებ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფთალი ბენეთის

წარმატებას ვუსურვებ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფთალი ბენეთის,მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენი მტკიცე პარტნიორობის შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების მიზნით-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “Twitter”-ში წერს.

“ვულოცავ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფთალი ბენეთის და ვუსურვებ მას წარმატებას! საქართველოსა და ისრაელს აკავშირებთ განსაკუთრებული მეგობრობის 26 საუკუნე და საერთო კულტურული მემკვიდრეობა. მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას თქვენთან ჩვენი მტკიცე პარტნიორობის შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების მიზნით, ჩვენი მოძმე ერების საკეთილდღეოდ”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “Twitter”-ში.

banner
წინა სტატიაშიისრაელის ახალი პრემიერი ოფიციალურად შეუდგა მუშაობას, ნეთანიახუ “საშიში მთავრობის” ჩამოგდებას აპირებს
შემდეგი სტატიაირაკლი მიქელაძე: გადავწყვიტე სამშობლოში დავბრუნებულიყავი და ჩავბმულიყავი გამარჯვებისკენ სვლაში, რომელსაც ხელმძღვანელობს გიორგი გახარია