ღარიბაშვილი: თუ ერთის მხრივ ემიჯნები და გინდა, დაიცვა ეკლესია, მაშინ გვარამია არის შენი მთავარი პროპაგანდისტი და მარჯვენა ხელი და მარცხენა ხელია პეტრე ცაავა მაშინ ვის დავუჯეროთ…

ერთი რამ მინდა ვთქვა, როგორც რიგითმა ქართველმა, მოქალაქემ და ადამიანმა, რომელმაც იცის ზოგადად ეკლესიის, როგორც ყველაზე მთავარი ინსტიტუციის როლი და მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუ ქართველები ვარსებობთ და მოვედით დღემდე, ეს ჩვენი რწმენის, ჩვენი აღმსარებლობის და ეკლესიის დამსახურებაა, ვინც ისტორია ვიცით, ასეა და რა თქმა უნდა – ჩვენი ხალხის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სარწმუნოებას ამაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ყოველთვის ჰქონდა და ექნება.

„ეს არის ჩვენს დნმ-ში, ჩვენს თითოეულ უჯრედში გამჯდარი. გავიხსენოთ „ნაცმოძრაობის“, სააკაშვილის დროს როგორ ექცეოდნენ ეკლესიის წარმომადგენლებს და როგორი ბინძური მეთოდებით მუშაობდნენ, მათ შორის ეკლესიის წიაღშიც. მათ მოახერხეს მათ შორის რამდენიმე ადამიანის ჩანერგვაც, არ მინდა სახელი და გვარები ვთქვა. ახლა ჩვენ ვუყურებთ გვარამიას აღვირახსნილ კამპანიას, ბინძურ პროპაგანდას ეკლესიის, მეუფე შიოს და სხვა მეუფეების წინააღმდეგ, ეს ხომ არის პირდაპირი მტრობა, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური საქმიანობა. რაც მათ პატრიარქის წინააღმდეგ ჩაიდინეს და ვის გაახმოვანებინეს, პეტრე ცაავას, რომელიც არის სააკაშვილის სულიერი მოძღვარი, ნათელ-მირონობა აქვთ და დღემდე ოჯახის მოძღვარია. ამ დროს გამოდის სააკაშვილი და სცადა, თავი წარმოეჩინა, თითქოს ძალიან დიდი დამცველია ეკლესიის, პატრიარქის და ა.შ. ამაშიც ხომ ჩანს მისი მზაკვრული, ბოროტი სახე, რომ კაცი არის პეტრე ცაავას სულიერი შვილი, თუ მას რაიმე გაეგება. იგი აბსოლუტურად ამორალური ადამიანია და არავითარი შემხებლობა არ აქვს არც რელიგიასთან, არც ეკლესიასთან, არაფერთან საერთოდ. პეტრე ცაავას რა ინტერესი და მოტივაცია ჰქონდა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ძალიან მარტივი ამოსახსნელია. იგი იყო სააკაშვილის დავალების ჩვეულებრივი შემსრულებელი. ამიტომ წამოიწყო ეს გამაოგნებელი ბინძური პროვოკაცია და ცილისწამების კამპანია პატრიარქის წინააღმდეგ. მისი ერთ-ერთი სურვილი იყო პატრიარქობა, ეს ყველამ კარგად იცის და მისი ამ გეგმის მთავარი შემოქმედი იყო სააკაშვილი. ამით ხომ ყველაფერი ჩანს? როგორ იქცევა გვარამია. თუ ერთის მხრივ ემიჯნები და გინდა, დაიცვა ეკლესია, მაშინ გვარამია არის შენი მთავარი პროპაგანდისტი და მარჯვენა ხელი და მარცხენა ხელია პეტრე ცაავა, მაშინ ვის დავუჯეროთ, რომელს დავუჯეროთ, როგორ დავუჯეროთ სააკაშვილის ამ ფარისევლურ, ცრუ, ყალბ განმარტებებს და განცხადებებს, ეს ხომ სიცრუეა? გამოდის კაცი, რომელიც პირდაპირ ებრძოდა ეკლესიებს, მაშინ, როდესაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ეკლესიებს და მონასტრებს აღადგენდა და 800-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი აქვს აღდგენილი და უამრავი ეკლესია აშენებული. ეს არის სხვაობა, შედარება რომ გავაკეთოთ კიდევ ერთხელ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ბათუმის მერობის კანდიდატი კირთაძე, რომელსაც 70-ზე მეტი ქონება აქვს 1 ლარად გადაცემული ვარშალომიძის დროს, ჩვეულებრივი მსახური იყო, ვარშალომიძის კორუფციული დავალებების შემსრულებელი
შემდეგი სტატიაირაკლი თავდგირიძემ პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა