ღარიბაშვილი – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ იუსტიციის მინისტრი უახლოეს რამდენიმე საათში გააკეთებს ვრცელ განმარტებას

იუსტიციის მინისტრი უახლოეს რამდენიმე საათში წარსდგება საზოგადოების წინაშე და გააკეთებს ვრცელ განმარტებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას ამ თემაზე ვრცელი კომენტარის გაკეთება არ სურს.

„მე არ მსურს, ამ თემაზე ვრცელი კომენტარი გავაკეთო. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. იუსტიციის მინისტრი უახლოეს რამდენიმე საათში წარსდგება საზოგადოების წინაშე და გააკეთებს ვრცელ განმარტებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას განმარტავს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – პატიმარზე და პატიმრებზე საუბარი დავასრულე, ქვეყანაში არის უამრავი საკითხი და მხოლოდ ამ თემაზე მაქვს კონცენტრირება