ღარიბაშვილი – სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული, რომ მშვიდ ვითარებაში, ჩატარდეს არჩევნები

ჩვენ მშვიდად, თავისუფალი არჩევნები უნდა ჩავატაროთ, უნდა იყოს სამაგალითო და სანიმუშო, ისეთი როგორიც იყო პირველ ტურში, რომ დესტრუქციულ ოპოზიციას არ მივცეთ არც ერთი საბაბი, რაიმე დესტრუქციის მოწყობის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სრული მობილიზება გამოცხადებული, რომ მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში, მშვიდ, სამართლიან, კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს არჩევნები.

„მე მინდა ყველას გითხრათ, რომ ჩვენ დავიწყეთ თითოეულ მუნიციპალიტეტში, სადაც გაიმართება მეორე ტური, შეხვედრა ჩვენი პარტიის წარმომადგენლებთან, აქტივთან, კიდევ ერთხელ გავიარეთ გეგმები. ჩვენი მთავარი მოწოდებაა, რომ რა თქმა უნდა, ყველა მუნიციპალიტეტში ვიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ. ჩვენ მშვიდად, თავისუფალი არჩევნები უნდა ჩავატაროთ, უნდა იყოს სამაგალითო, სანიმუშო, ისეთი, როგორიც იყო პირველ ტურში, რომ დესტრუქციულ ოპოზიციას არ მივცეთ არც ერთი საბაბი, რაიმე დესტრუქციის მოწყობის. ბუნებრივია, ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული, რომ მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში, მშვიდ, სამართლიან, კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს არჩევნები, ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ამ მუდმივი საბოტაჟისგან, რომელიც მომდინარეობს მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის პარტიისგან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარმაზ ახვლედიანი – მოდით არ მივბაძოთ მათ, ვინც მიგვერეკება სიძულვილისკენ
შემდეგი სტატიავლადიმერ ჩაჩიბაია – აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს