ღარიბაშვილი: სოლიდარობა გამოუცხადა ნიკა მელიამ თავის გადამრჩენელს, შეიძლება, ასე მოინათლოს

ნიკა მელიამ თავის გადამრჩენელს პოლიტიკური სოლიდარობა გამოუცხადა, შეიძლება, ეს ასე მოინათლოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ღარიბაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „მას შემდეგ, რაც გახარიამ საზღვარგარეთ გადაწყვიტა ნარკოტესტის გაკეთება, ნიკა მელიამ შეცვალა გადაწყვეტილება და უარი თქვა ტესტზე, რას ემსახურება ეს“.

ღარიბაშვილის თქმით, ადამიანი თუ არაფერს მალავს, ნარკოტესტის ჩაბარება პრობლემას არ უნდა წარმოდგენდეს.

„პოლიტიკური სოლიდარობა, შეიძლება ამას დავარქვათ სოლიდარობა. სოლიდარობა გამოუცხადა ნიკა მელიამ თავის გადამრჩენელს, შეიძლება, ასე მოინათლოს. არ მაინტერესებს, რადგან ადამიანი თუ მართლაც არაფერს არ მალავ, რა პრობლემაა, ზოგადად, ნარკოტესტის ჩაბარება არის ძალიან ელემენტარული. მე ვფიქრობ, პირველ რიგში, ეს არის ვალდებულება ყველა საჯარო მოხელის და ყველა პოლიტიკოსის, ვისაც პრეტენზია აქვს ქვეყნის მართვაზე. ჩვენ გვინახავს არაერთი ნარკომანი მმართველი, როგორიც არის სააკაშვილი, რომელიც დღესაც არის ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი და მისი ეს ლაივ ჩართვები არის ამის დამადასტურებელი, იმის მიხევით, რა დოზას მოიხმარს, ხან უმატებს ტონს, ხან უკლებს, ეს ძალიან მარტივი ასახსნელია. გაუგებარია გახარიას ეს რეაქცია, მესმის სოლიდარობა, რომელიც ჩვენ ვნახეთ გამოცხადებული მელიას მხრიდან, სხვა კანდიდატების მხრიდან, ეს კითხვებს წარმოშობს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: ის ძალიან მძიმე კამპანია, რომელიც მიმართული იყო ეკლესიის, მთავრობის და დიპლომატების წინააღმდეგ ვიწროპარტიულ ინტერესს ემსახურება
შემდეგი სტატიახვიჩია – მიხეილ სააკაშვილი ძალოვანი უწყებების გულის მოგებას ცდილობს