ღარიბაშვილი: საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმა მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც უკავშირდებოდა სომეხი ტყვეების სამშობლოში დაბრუნებას

საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმა მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც უკავშირდებოდა სომეხი ტყვეების სამშობლოში დაბრუნებას და აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი რუკების გადაცემას, ეს წარმატებული პრეცედენტი, გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მან სომხეთის პრემიერ-მინისტრს მზადყოფნა დაუდასტურა იმისა, რომ საქართველომ აქტიური მედიაციის როლი გააგრძელოს.

“მოგეხსენებათ, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე. ჩვენ ეს რამდენიმე ხნის წინ საქმით დავამტკიცეთ. რამდენიმე თვის წინ ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ საქართველოს, კერძოდ ჩემი მედიაციით, ბატონი პრემიერის უშუალო მონაწილეობით, მონდომებით, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ძალისხმევით, ჩვენ, სამმა ქვეყანამ, სამმა ლიდერმა მოვახერხეთ და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც უკავშირდებოდა სომეხი ტყვეების დაბრუნებას სამშობლოში და ასევე, აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის, რუკების გადაცემას. ეს წარმატებული პრეცედენტი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ. ასე რომ, მე პრემიერს კიდევ ერთხელ დავუდასტურე სრული მზადყოფნა იმისა, რომ საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი იმისთვის, რომ აღდგეს ნდობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის საფუძველთა საფუძველია. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ახალი თანამშრომლობის იდეები, ახალი პროექტები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერმა სამგორის რაიონში მცხოვრებ 55 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- ჩვენი საერთო ხედვა და ძალისხმევა უნდა იყოს ის, რომ ჩვენი რეგიონი ეტაპობრივად გარდავქმნათ ახალი შესაძლებლობების, განვითარების და მშვიდობის რეგიონად