ღარიბაშვილი – საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს EU-ს მოქმედი წევრების სასამართლოს

პრემიერმნისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ 75 მილიონი ევროს დახმარება, რომელზეც უარი თქვეს, არა ევროკავშირის დახმარება, არამედ სეხსია. მისივე აზრით, საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებ EU-ს წევრების სასამართლოს.

“ჩვენ მოსახლოებას რომ ავუხსნათ კიდევ ერთხელ, მთავრობამ სესხი აიღო, სესხი – ხაზს ვუსვამ, 150 მილიონი ევროს ოდენობით 2020 წელს, ამ 150 მილიონი ევროს სესხიდან ნახევარი ჩამორიცხული იქნა შარშან, მეორე ნახევარი მაშინ როგორც იქნა გადაწყვეტილება მიღებული მიბმული იყო სასამართლო რეფორმაზე. მე მინდა ყველას შევახსენო, მათ შორის ევროპარლამენტარებს რომლებიც დღეს გამოდიან აღნიშნული განცხადებებით, ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს ყველას კარგად როგორი სასამართლო ჩაიბარა “ქართულმა ოცნებამ” ჩვენ მას შემდეგ არაერთი რეალური და ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ, 4 ტალღა სასამართლო რეფორმის, რამაც რეალურად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახადა და გახსნა მთლიანად ეს სისტემა.

ამას გარდა მე მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველოს დღეს არსებული სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სახელმწიფოების სასამართლო სისტემას, ყველა კვლევებით დასტურდება ეს მათ შორის ევროკავშირის გამოკითხვებით და ძალიან მაღალი რეიტინგული ორგანიზაციების კვლევების შედეგად” – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – რიკოთის მსგავსი მასშტაბის და სირთულის პროექტები ქვეყანაში არ განხორციელებულა, მეტიც, ეს არის ევროპის მასშტაბით მართლაც გამორჩეული პროექტი
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ჩემი უფროსი არ არის ევროპარლამენტარი, ჩემი უფროსია ქართველი ხალხი