ღარიბაშვილი – საქართველოს 16 მოქალაქე ავღანეთიდან სამშობლოში ბრუნდება

საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ, სამშობლოში ბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან და უკვე თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებიან.

„საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ, სამშობლოში ბრუნდება. ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან, უკვე თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებიან და მალე საქართველოში იქნებიან“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმოძრაობა “ტრიბუნამ” და გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ლანჩხუთში, პარტიული სია წარადგინეს
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – არ გამოვრიცხავ, რომ სწრაფი ტესტი აუცრელი ადამიანებისთვის ფასიანი გახდეს