ღარიბაშვილი – საქართველო შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოებს იწყებს

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაცით, საქართველო შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოებს იწყებს. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, შეთანხმება უკვე გაფორმდა ავსტრიულ კომპანია OMV Petrom-თან
ღარიბაშვილის განცხადებით, ავსტრიული კომპანიის ინტერესი, რომ იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში კარგი ბიზნესგარემოა.

მოგეხსენებათ, ჩვენ გუშინ გავაფორმეთ კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოების დაწყებას საქართველოში, შავი ზღვის აკვატორიაში. მინდა, კიდევ ერთხელ სიხარულით აღვნიშნო ეს ფაქტი. როდესაც ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიც არის OMV Petrom-ი, გამოხატავს სრულ მზაობას, ძალიან მალე დაიწყოს პირველი ფაზის განხორციელება საქართველოში, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში არის ძალიან კარგი ბიზნესგარემო – თქვა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი – პარტიებს შორის მოლაპარაკება უახლოეს დღეებში გაიმართება
შემდეგი სტატიაარ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა! – ვატო წერეთელი პროკურატურას